ქვეყნდება "მონაკოსთან" გამართული მატჩის დასრულების შემდეგ ალექსანდრ ლაკაზეტის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად შეძლებენ ერთნაირი სტილის მოთამაშეები დუეტში თამაშს, მისი და მიქაუტაძის მაგალითზე.
"ამასთან დაკავშირებით გამოსავალი მთავარმა მწვრთნელმა უნდა იპოვოს, რადგან როგორც ტაქტიკა-შემადგენლობის შერჩევაზე, ასევე საბოლოო შედეგებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
მე ვასრულებ პიერ საჟის დავალებებს. თუმცა, ახლა რომ დავიწყოთ ჩემზე და მიქაუტაძეზე საუბარი, ეს რაღაც მხრივ სხვა ფეხბურთელების შეურაცხყოფა იქნება, რადგან ვინც იმსახურებს, იმან უნდა ითამაშოს და კლუბი ცალკეული პიროვნებების ირგვლივ არ ტრიალებს." - თქვა ფრანგმა.