კონსტანტინე პეტრიაშვილი: "ჩემი ძმა ამ სპორტში მეფეა და მეც ამ გზას ვადგავარ!" » სპორტის ხაზი

კონსტანტინე პეტრიაშვილი: "ჩემი ძმა ამ სპორტში მეფეა და მეც ამ გზას ვადგავარ!"

კონსტანტინე პეტრიაშვილი: "ჩემი ძმა ამ სპორტში მეფეა და მეც ამ გზას ვადგავარ!"
26-08-2024, 13:18
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ახალგაზრდა ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატის მოგების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მე ვარ კონსტანტინე. 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე შარშან ბრინჯაოს მედალი მოვიგე, წელს კი ეს ყველაფერი ოქროს სინჯის მედლით ჩავანაცვლე, ასე იქნება ყველგან და ყოველთვის, სადაც სასურველ შედეგს ვერ მივაღწევ, დავბრუნდები და ამ მიზანს მაინც დავძლევ.

ფინალი ძალიან რთული გამოდგა, მიუხედავად ანგარიშისა, ბრძოლის შუაში ძალიან დაღლილი ვიყავი და ცოტა ძალების გადანაწილება დამჭირდა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიე.

ჩემმა ძმამ რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა, რომ ამ სპორტის სახეობის მეფეა, ალბათ მეც ამ გზას ვადგავარ. არანაირი ზეწოლა არ მაქვს იმის გამო, რომ გენოს ძმა ვარ, პირიქით, ბედნიერი ვარ, როდესაც მეუბნებიან რომ გენოს ძმა ვარ და ჩემგან მაქსიმუმს ითხოვენ.

- თქვა კონსტანტინემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი