ოლიმპიური ქართველი მოჭიდავის, გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმა, კონსტანტინეც ამ სპორტს მისდევს, თანაც ძალიან წარმატებულად.
კონსტანტინე პეტრიაშვილმა ივლისის თვეში, სერბეთში გამართული 17-წლამდეთა თავისუფალი სტილით ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი უმარტივესად მოიგო.
აღნიშნული გამარჯვებით, კონსტანტინემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მოსალოდნელია, რომ ძალიან მალე მედლებს უფროსებშიც აიღებს.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კონსტანტინე პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ისე მოიგო, რომ მეტოქემ ქულები მხოლოდ ერთ შეხვედრაში აუღო.
ცნობისთვის, ახალგაზრდა მოჭიდავეს ევროპის ჩემპიონატი აქამდე 15-წლამდელთა შორის აქვს მოგებული.