ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავის, გენო პეტრიაშვილის ძმა - კონსტანტინეც ამ სპორტს მისდევს.
ძმის მსაგვსად, კონსტანტინე პეტრიაშვილიც კარიერის საწყის ეტაპზე საკმაოდ წარმატებულია.
ის ხორვატიაში ახლახანს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდელებს შორის ჩემპიონი გახდა.
კონსტანტინე პეტრიაშვილმა (68 კგ.) ფინალში უნგრელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.