"ნაპოლიში" ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს, ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება, გარიგების ღირებულება 30 მილიონი ევროა, ხოლო ხელშეკრულების ხანგრძლივობა 3 წელი.
იტალიური მედია მასობრივად წერს, რომ ლუკაკუს ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით "ნაპოლიში" 8 მილიონი ევრო იქნება, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტშია გათვალისწინებული.