ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება დაუწერეს ჩაკვეტაძეს დერბის წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება დაუწერეს ჩაკვეტაძეს დერბის წინააღმდეგ

ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება დაუწერეს ჩაკვეტაძეს დერბის წინააღმდეგ
24-08-2024, 20:27
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი შესანიშნავ ფორმაშია. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ინგლისის რანგით მე-2 დივიზიონში პირველი 3 შეხვედრიდან სამივე მოიგო.

მესამე მატჩი უოტფორდმა ცოტა ხნის წინ დერბის წინააღმდეგ გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეს გუნდი 0:1-ს აგებდა, საბოლოოდ მასპინძლებმა ანგარიში მაინც დაატრიალეს და მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს, - 2:1.

აღსანიშნავია, რომ შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც უოტფორდში კვლავ დიდი როლი აქვს. ქართველ ფეხბურთელს Sofascore-მ 7.2 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რაც ერთ-ერთი მაღალი შეფასება გახლდათ.

ინგლისის ჩემპიონშიპის პირველ სამ შეხვედრაში ჩაკვეტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი