რუსულმა გამოცემა Sport24.ru-მ მერაბ დვალიშვილის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მებრძოლი რუსოფობადაა მოხსენიებული.
"ჩვენთან ბევრი ადამიანი იცნობს დვალიშვილს, როგორც მებრძოლს, რომელიც რუსეთის მიმართ მუდმივად კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. ხშირად, მერაბი პოლიტიკასაც ურევს და ზოგჯერ რუსებს შეურაცხყოფას უმიზეზოდ აყენებს.
მაგალითისთვის, ნინა დრამასთან ინტერვიუში, მას ჰკითხეს თუ უცხოპლანეტელებთან ბრძოლაში, რომელ მებრძოლებს წაიყვანდა, რაზეც მერაბმა უპასუხა, რომ უცხოპლანეტელების არ სჯეროდა, მაგრამ რუს მონსტრებთან საბრძოლველად შონ სტრიკლენდს, ილია თოფურიას და მის ძმას, ალექსანდრე თოფურიას წაიყვანდა", - წერს გამოცემა.