ქართველი ძიუდოისტის, ილია სულამანიძის მწვრთნელმა, გია ობოლაძემ საკუთარი მოსწავლის საფინალო შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ილიამ ოლიმპიადაზე აზერბაიჯანელ კოტსოიევთან გამართა და საკუთარი შეცდომის გამო ოქროს მედალი ხელიდან დასანანად გაუშვა.
ჩვენ არ წაგვიგია, ჩვენ ტატამს მიღმა დაგვამარცხეს. საერთოდ ვერ გავიგე თუ რატომ მისცეს ილიას პირველი და მეორე შიდო, აი, მესამე კი გვეკუთვნოდა. გარდა ამისა, ილიამ სუფთა იპონი შეასრულა, რომელიც გავაპროტესტეთ კიდეც, თუმცა არ ჩაგვითვალეს.
მეორე დღეს, როცა სახლში დასაბრუნებლად ვემზადებოდით, ჩვენთან აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი მოვიდა, ილიას შეუტრიალდა და უთხრა, რომ შენ ჩემს თვალში ოლიმპიური ჩემპიონი ხარო.
- თქვა გია ობოლაძემ.