"ილიას ფინალზე ყველაზე მეტად ეს გამიჭირდა" - ქართველი დიქტორი ოლიმპიადიდან » სპორტის ხაზი

"ილიას ფინალზე ყველაზე მეტად ეს გამიჭირდა" - ქართველი დიქტორი ოლიმპიადიდან

"ილიას ფინალზე ყველაზე მეტად ეს გამიჭირდა" - ქართველი დიქტორი ოლიმპიადიდან
14-08-2024, 14:38
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გამომცხადებლად ერთ-ერთი ქართველი დიქტორი, გიორგი ჭანიშვილი მუშაობდა, რომელსაც მოუწია, რომ ილია სულამანიძის საფინალო შეხვედრის საბოლოო შედეგი გამოეცხადებინა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ქართულ მედიაში სწორედ ჭანიშვილის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც თქვა, რომ ილიას დამარცხებულად გამოცხადება მისთვის ძალიან რთულად გადასატანი იყო.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ილია სუ­ლა­მა­ნი­ძის ნაც­ვლად, კო­ტსო­იე­ვი რომ გა­მო­ვა­ცხა­დე. ეს ემო­ცი­უ­რად რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იყო, მაგ­რამ იქაც მო­ვა­ხერ­ხე და სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე, ჩემი დარ­დი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, თუმ­ცა ჩემს შიგ­ნით რა ხდე­ბო­და, ვერ აღგი­წერთ, ძლივს გა­და­ვი­ტა­ნე, ყელ­ში მებ­ჯი­ნე­ბო­და ბრა­ზი. რა ვქნა, პრო­ფე­სია და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი თა­ვი­სას მო­ი­თხოვს..

- თქვა გიორგი ჭანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძე ოლიმპიადაზე ოქროს აღებასთან ნახევარ ნაბიჯში იყო, თუმცა რამდენიმე წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და გამარჯვებულად აზერბაიჯანელი ძიუდოისტი გამოცხადდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი