"ამაზე დიდ სისულელეს ვერ იზამდა" - რატომ აკრიტიკებს დანა უაითი მერაბ დვალიშვილს » სპორტის ხაზი

"ამაზე დიდ სისულელეს ვერ იზამდა" - რატომ აკრიტიკებს დანა უაითი მერაბ დვალიშვილს

"ამაზე დიდ სისულელეს ვერ იზამდა" - რატომ აკრიტიკებს დანა უაითი მერაბ დვალიშვილს
21-08-2024, 10:55
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, შონ ომალისთან სატიტული ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მცირე დაზიენბა მიიღო, რის შესახებას სოციალურ ქსელში დაპოსტა.

აღნიშნულ ფაქტს ამავზე ორგანიზაციის პრეზიდენტი, დანა უაითიც გამოეხმაურა და ქართველი მებრძოლი მკაცრად გააკრიტიკა.

"უკვე მთელმა მსოფლიომ იცის მერაბის დაზიანების შესახებ, მან ეს თვითონ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

ჩვენი მებრძოლები სულელები არიან, ეს დაუჯერებელია! როცა კრივის მატჩამდე მოსამზადებელ პერიოდში რაღაც ხდება, ინფორმაცია არსად არ ჟონავს, მაგრამ ჩვენს ბიჭებს არ შეუძლიათ მოითმინონ, რომ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში იმწამსვე არ დაპოსტონ.

მცირე ნაკაწრია, არაფერი სერიოზული, მაგრამ მერაბს აუცილებლად უნდა დაეპოსტა...

რა ჯანდაბად უნდა გინდოდეს, რომ მოსამზადებელი პერიოდის დროს, შენს მეტოქეს შენსავე ტრავმაზე ჰქონდეს ინფორმაცია? ეს სისულელის ახალი ეტაპია. ზოგიერთი მებრძოლი მართლაც სულელია, უბრალოდ დაუჯერებელია რაც მოხდა!
", - განაცხადა დენამ.

შეგახსენებთ, სატიტულო ბრძოლას დვალიშვილი შონ ომალის წინააღმდეგ 15 სექტემებრს, UFC 306-ზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი