გამოქვეყნდა 5 სარაგბო ნაკრების სტატისტიკა, რომლებსაც ერთ სტადიონზე ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია აქვთ. 5 საუკეთესოში საქართველოს ნაკრებიც მოხვდა, ბორჯღალოსნების წაუგებელი სერია 2004 წლიდან 2012 წლამდე, "დინამო არენაზე" ითვლება, სადაც 21 შეხვედრაა არ დავმარცხებულვართ.
საქართველო ამ შედეგით მესამე საუკეთესოა და ირლანდიელებისა (19) Aviva Stadium-სა და ახალზელანდიელების (19) Murrayfield-ზე დაფიქსირებულ შედეგებს ჯაბნის.
რაც შეეხება მოწინავე ადგილებს, სიის სათავეში ახალი ზელანდიაა, ედენ პარკზე 49-მატჩიანი წაუგებელი სერიით. ხოლო მეორეზე ინგლისი, ტვიკენჰემზე, რომელიც ამ არენაზე 22 მატჩია არ დამარცხებულა.