ქართულ მედიაში ლეგენდალური მეკარის, ოთარ გაბელიას კომენტარი ვრცელდება, რომელიც მან მამარდაშვილის ტრანსფერზე გააკეთა.
გამიხარდება თუ გიორგი ლივერპულში წავა, რადგან მე ჩემი მიდგომა მაქვს, - ვქომაგობ იმ გუნდებს, რომლებიც ჩვენს ძველ დინამოს ჰყავს დამარცხებული.
გიორგი ჭკვიანი ბიჭია და კარგი მამაც ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ოჯახი ყველაფერს ზუსტად შეაფასებს.
ის კარგად იქცევა სათამაშო გარანტიებს რომ იღებს. გიორგი კონტინენტის პირველი მეკარეა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მასზე კარგად არავის უთამაშია.
- თქვა გაბელიამ.