ქართული ფეხბურთის ლეგენდარულმა წევრმა, ოთარ გაბელიამ ეროვნული ნაკრების ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა შეაფასა:
ჩეხეთი ძლიერი გუნდია. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტის კვალობაზე კარგად გამოდის, მაგრამ გამოცდილებაც საჭიროა. ამ გამოცდილებას გუნდი ახლა იძენს. ყველას გამარჯვება უნდა, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს მეტოქეს.
მომენტები თურქეთთანაც და ჩეხეთთანაც გვქონდა. გამოცდილი გუნდი რამდენიმეს მაინც გამოიყენებდა. ეს ბიჭები ამ დონეზე პირველად თამაშობენ და კარგ ფეხბურთს აჩვენებენ.
- თქვა ოთარ გაბელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 26 ივნისს გამართავს, მეტოქე კი პორტუგალია იქნება.