დღეს პრემიერ ლიგის ახალი, 2024/25 წლების სეზონი დაიწყო.
შეხვედრა "მანჩესტერისა" და "ფულემის" დაპირისპირებით გაიხსნა და მასპინძლების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მანჩესტერელთა ახალწვეულმა, 23 წლის ნიდერლანდელმა ჯოშუა ზირკზემ, 87-ე წუთზე გაიტანა.
ტური სხვა შეხვედრებით ხვალ, 17 აგვისტოს, გაგრძელდება.