მადრიდის "რეალმა" უეფას სუპერთასზე "ატალანტა" 2:0 დაამარცხა და სუპერთასი მეექვსეჯერ დაისაკუთრა.
პირველი გოლი 58-ე წუთზე ვინისიუსის კარგი თამაშის შედეგად, ფედე ვალვერდემ შეაგდო. ხოლო მეორე გოლი სულ რაღაც 9 წუთში კილიან მბაპემ გაიტანა. ეს მბაპესთვის სადებიუტო თამაში იყო.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდელთა ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი დასახელდა.