მადრიდის რეალმა 2024 წელს პირველი ტიტული მოიგო - ესპანეთის სუპერთასი.
საუდის არაბეთში გამართული "ელ კლასიკო" ვინისიუს ჟუნიორის ბენეფისი იყო, რომელმაც პირველივე ტაიმში ჰეთ თრიკი შეასრულა და მატჩის ბედი პრაქტიკულად მაშინვე გადაწყვიტა. კატალონიურ კლუბს პირველ ტაიმში გაქვითულმა ერთმა გოლმა არ უშველა, მეორე ტაიმში სამეფო კლუბიდან როდრიგომაც გაიტანა და ანგარიში 4:1 გახადა, მადრიდული კლუბი ჩემპიონია.
ფინალამდე რეალმა მადრიდის ატლეტიკოს აჯობა დამატებით დროში (5:3). ასე რომ, ტიტული ორი უპირველესი მეტოქის დამარცხებით მოახერხა. რეალის ისტორიაში ეს ესპანეთის სუპერთასის მე-13 ტიტულია.