მიუნხენის ბაიერნის ქართველი ტალანტი, ლუკა პარკაძე იჯარით გერმანიის რეგინალლიგის გუნდ ალტგლინიკეში ითამაშებს.
ქართველი შემტევი ახალი გუნდის მაისურს სეზონის ბოლომდე მოირგებს.
გასულ სეზონში პარკაძე იჯარით წესით ავსტრიულ "ადმირაში" ასპარეზობდა, თუმცა ტრავმების გამო ძირითად გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა.
ცნობისთვის, ლუკა პარკაძე "რეკორდმაისტერს" თბილისის "დინამოდან" 2023 წლის ივლისში შეურთდა და ხელშეკრულება თანამშრომლობას 2027 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს.