დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე მადრიდის რეალი და ბერგამოს ატალანტა ერთმანეთს უეფას სუპერ თასის ფინალში შეხვდებიან.
მადრიდის რეალმა გასული სეზონი ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა, გასპერინის გუნდმა კი ევროპა ლიგის ტიტული მოიპოვა.
აი, ასეთ შემადგენლობებს ელიან გამოცემები როგორც ერთი, ისე მეორე გუნდისგან:
რეალი - კურტუა, კარვახალი, რუდიგერი, მილიტაო, მენდი, ვალვერდე, ჩუამენი, ბელინგემი, მბაპე, ვინისიუსი, როდრიგო.
ატალანტა - მუსო, ჯიმსიტი, ჰიენი, კოლასინაცი, ძაპაკოსტა, პასალიჩი, ედერსონი, რუგერი, ლუკმენი, დე კეტელარე, რეტეგი.