Relevo გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მორიგ სიახლეს აქვეყნებს და ქართველი მეკარის ტრანსფერისადმი დამოკიდებულებას აღწერს.
მამარდაშვილს ლივერპულში გადასვლა სურს, ეს კი იმიტომ, რომ ქართველს სიტუაცია ძალიან კარგად ესმის. ის ხვდება, რომ აღნიშნული მატარებელი მის კარიერაში შესაძლოა საერთოდ აღარ გამოჩნდეს და შანსის გამოყენება ბოლომდე სურს.
- წერს გამოცემა.
დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალენსიამ ლივერპულის უკვე 2 წინადადება დაბლოკა, საამისო მიზეზი კი სატრანსფერო გადახდის სიმცირე გახლავთ.
ვალენსიაში მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვენ, ლივერპული კი ყაბულს 30 მილიონზეა. ამდენად, მოლაპარაკებები გრძელდება და ბევრი რამ სწორედ მერსესაიდულ მხარეზე იქნება დამოკიდებული.