Liverpool.com-ზე სტატია გიორგი მამარდაშვილზე და მისი ლივერპულში პოტენციური ტრანსფერის შესახებ გამოქვეყნდა.
აღნიშნულ სტატიაში ინგლისელი ჟურნალისტი, ჯეიმს ფაინდლეიტერი გაკვირვებულია იმით, რომ ლივერპულმა ქართველი მეკარის შეძენა გადაწყვიტა.
თუ დარტყმულის მოგერიებაზე ვისაუბრებთ, ის აშკარად ძალიან კარგია, რაც ევროპის ჩემპიონატზე ნათლად გამოჩნდა, თუმცა ეს მეკარე ფეხით კარგად ვერ თამაშობს, რაც ლივერპულის მეკარისთვის აუცილებელი სათამაშო კომპონენტია.
გარდა ამისა, თუ ვამბობთ იმას, რომ უახლოეს მომავალში ალისონი გუნდიდან წასვლას არ აპირებს, მაშინ შანსი კელეჰერსაც უნდა მიეცეს.
- წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, ლივერპული გეგმავს, რომ მამარდაშვილი მინიმუმ 30 მილიონ ევროდ შეიძინოს, ერთი სეზონი ბორნმუთში გაანათხოვროს, შემდეგ კი ლივერპულის ძირითად გუნდში ათამაშოს.