"ვეღარ ვარ ისეთი ძლიერი, როგორც ადრე" - ლაშა ტალახაძის კომენტარი ოლიმპიადის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ვეღარ ვარ ისეთი ძლიერი, როგორც ადრე" - ლაშა ტალახაძის კომენტარი ოლიმპიადის შემდეგ

"ვეღარ ვარ ისეთი ძლიერი, როგორც ადრე" - ლაშა ტალახაძის კომენტარი ოლიმპიადის შემდეგ
13-08-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

სამგზის ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ leadersport-თან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საკუთარ ფიზიკურ ფორმაზეც.

"მადლობა ჩემს მწვრთნელებს, მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა თავის დროზე - ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მე დღეს აქ მოვსულიყავი და მესამე ოლიმპიური ოქრო მომეპოვებინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბოლო პერიოდიდან გამომდინარე.

ბოლო წლებში ვეღარ ვარ ისეთი ლაშა, როგორიც ადრე ვიყავი (ტრავმებმა იჩინა თავი), მოგეხსენებათ, ბოლო 10 წელია რაც ფორმას არ ვკარგავ და სულ ლიდერის ამპლუაში ვარ, აქედან გამომდინარე კი რთულია სულ ჯანმრთელად იყო, მაგრამ ჩვენი ექიმები: გიორგი ჭინჭარაული და რუსლან ღვიმრაძე ზრუნავენ ჩვენზე და ყველაფერს აკეთებენ, რომ ყოველ შეჯიბრზე მაქსიმალურად ჯანმრთელები გავიდეთ
", - განაცხადა ტალახაძემ.

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადაზე ატაცსა და აკვრაში ჯამში 470 კილოგრამი ასწია და ოლიმპიური ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი