ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კატალონიის ბარსელონას და მადრიდის რეალს დაუკავშირეს.
როგორც გამოცემა წერს, იმის გამო, რომ არნოლდს ლივერპულთან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, ერთსაც და მეორესაც ინგლისელის დამატება გაისად სრულებით უფასოდ შეეძლება.
გარდა ხელშეკრულების საკითხისა, The Sun-მა ისიც დაწერა, რომ არნოლდის შესაძლო წასვლა კონორ ბრედლის საოცარ პროგრესსაც უკავშირდება. ეს გახლავთ ლივერპულის აკადემიის ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, რომელიც ხელში სადავეებს ნელ-ნელა და ეტაპობრივად იღებს.
მოკლედ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრენტმა ლივერპული ახლა დატოვოს, თუმცა 2025 წლიდან არნოლდს, დიდი ალბათობით, ახალი კლუბის მაისურის მორგება მოუწევს.