ინგლისურ მედიაში ვრცელდება მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდის, პოლ სქოულზის კომენტარი, რომელსაც ის მატაის დე ლიხტის შესახებ აკეთებს.
პოლს მიაჩნია, რომ მანჩესტერულმა კლუბმა 50 მილიონი დე ლიხტის ტრანსფერში არ უნდა დახარჯოს, რადგან ნიდერლანდელმა ვერც იუვენტუსში და ვერც ბაიერნში შესაბამისი დონე ვერ აჩვენა.
ტენ ჰაგი 50 მილიონს მხოლოდ იმიტომ იხდის, რომ დე ლიხტი წლების წინ მასთან ერთად კარგად თამაშობდა. ნამდვილად არ ვიცი თუ რამდენად გამართლებულია მანჩესტერის ეს ტრანსფერი.
დე ლიხტი იუვენტუსში ვერ თამაშობდა, ბაიერნში კი ერიკ დაიერს ამჯობინებდნენ. რეალურად, ის მანჩესტერ იუნაიტედში მეორეხარისხოვანი მცველის სტატუსით მოჰყავთ!
- თქვა სქოულზმა.