ესპანური გამოცემის, კერძოდ Diario Sport-ის ინფორმაციის მიხედვით, ნიკო უილიამსი ბარსელონაში ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია.
ირკვევა, რომ ჟოან ლაპორტამ ყველაფერი საკუთარ ხელში აიღო და ნიკოს გაფორმებასთან უკვე აღარაფერი აშორებს.
ბარსელონას პრეზიდენტმა ყველანაირი მტკიცებულება წარადგინა იმის შესახებ, რომ ნიკოს გაფორმებას იოლად შეძლებს და არანაირ ფინანსურ დარღვევას არ ექნება ადგილი.
როგორც იწერება, ბარსელონას ატლეტიკ ბილბაოსთვის ნიკო უილიამსის სანაცვლოდ 62 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.