იქამდე, სანამ ხვიჩა კვარაცხელიას და პარი სენ-ჟერმენის სატრანსფერო საგა აქტიური იყო, ასევე შეუჩერებლივ იწერებოდა ფედერიკო კიეზას ნაპოლიში ტრანსფერის შესახებ, თუმცა უკვე ზუსტად ვიცით, რომ კვარა იტალიაში დარჩება, ამან კი კიეზას ტრანსფერთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ფედერიკო კიეზას სპორტულმა აგენტმა აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელისთვის იმაზე მეტი სახელფასო გადასახადი მოსთხოვა, ვიდრე ამას ნაპოლის პრეზიდენტი ადეკვატურად მიიღებდა.
ამდენად, აურელიო დე ლაურენტისმა ამჯობინა, რომ კვარაცხელიასთვის კონტრაქტი განეახლებინა, ფედერიკო კიეზას აგენტთან კი მოლაპარაკებები დაესრულებინა.
ცნობისთვის, კიეზას აგენტმა ნაპოლის მფლობელს ხელფასის სახით წლიურად 9 მილიონი ევრო მოსთხოვა, რაც დე ლაურენტისმა მკაცრი უარით გაისტუმრა.