საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე 21-ე საუკუნეში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა!
ჩვენმა ნაკრებმა ჯამური მედლების მაჩვენებლით 24-ე ადგილი დაიკავა, ამაზე უკეთესი მაჩვენებელი კი საქართველოს ამ საუკუნეში არ დაუფიქსირებია.
აი, როგორ გამოიყურება ის შედეგები, რომლებსაც წინა ოლიმპიადებზე მივაღწიეთ:
2000 წელი | 68-ე ადგილი, 6 მედალი
2004 წელი | 32-ე ადგილი, 4 მედალი
2008 წელი | 28-ე ადგილი, 7 მედალი
2012 წელი | მე-40 ადგილი, 6 მედალი
2016 წელი | 37-ე ადგილი, 7 მედალი
2020 წელი | 33-ე ადგილი, 8 მედალი
2024 წელი | 24-ე ადგილი, 7 მედალი
უკანასკნელი ოლიმპიადის შედეგები:
ოქროს მედალი აიღო - ლაშა ბექაურმა, ლაშა ტალახაძემ და გენო პეტრიაშვილმა.
ვერცხლის მედალი აიღო - ილია სულამანიძემ, ტატო გრიგალაშვილმა და გივი მაჭარაშვილმა.
ბრინჯაოს მედალი აიღო - ლაშა გურულმა.