როგორც იცით, ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა აბუ დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო.
ამ შედეგით იგი გახდა 21-ე საუკუნეში პირველი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის აღება ზეზიდედ 3-ჯერ შეძლო.
ნიშნანდობლივია ისიც, რომ ერთი წლის ადრე, სანამ ტატო მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა, მან ვერცხლის მედალი აიღო და პირველობა მატიას კასესთან დათმო, რომელსაც 2022 და 2023 წლებში რევანში ფინალში აუღო.
მსგავსი შედეგი გასულ საუკუნეში, 1971-73-75 წლებში იაპონელმა შოზო ფუჯიმაც დააფიქსირა, როცა ზედიზედ სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა და სამივე შემთხვევაში ფინალური დაპირისპირება თანამემამულეს მოუგო.