ჭორები სიტიში გადასვლაზე ჭორებადვე დარჩა - მამარდა გვარდიოლასთან არ წავა » სპორტის ხაზი

ჭორები სიტიში გადასვლაზე ჭორებადვე დარჩა - მამარდა გვარდიოლასთან არ წავა

ჭორები სიტიში გადასვლაზე ჭორებადვე დარჩა - მამარდა გვარდიოლასთან არ წავა
11-08-2024, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უამრავი ტიპის ინფორმაცია და სიახლე ვრცელდდება. ფაქტობრივად, გრანდი აღარ დარჩენილა, რომელსაც ქართველი არ დაუკავშირეს, თუმცა გიორგი ჯერ ისევ ვალენსიას ფეხბურთელია.

ზემოაღნიშნული გრანდებიდან ერთ-ერთი პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიც გახლდათ. თითქოს, აქამდე იწერებოდა, რომ ინგლისური კლუბის მეკარე, ედერსონ მორაესი კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთში აპირებდა, თუმცა ეს ყველაფერი ბრაზილიელმა ცოტა ხნის წინ თავისივე სიტყვებით უარყო.

ედერსონის თქმით, ის მანჩესტერ სიტიში დარჩენას აპირებს, რის გამოც გიორგი მამარდაშვილის სიტიში გადასვლა ოფიციალურად გამოირიცხა.

საუბარი დასრულებულია, მე სიტიში ვრჩები, ეს გადაწყვეტილება კი გუნდელებთან, ოჯახთან, მწვრთნელთან და დირექტორთან საუბრის შემდეგ მივიღე.

მედია ბევრს წერდა ჩემი პოტენციური წასვლის შესახებ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯელობით, განსაკუთრებით კი გვარდიოლასთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კვლავ სიტიში დავრჩე, ახლა კი ორიენტირებული მხოლოდ ამ კლუბზე ვარ.

- თქვა ედერსონმა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს ისეთ კლუბში სურს გადასვლა, სადაც ძირითადი მეკარეობა გარანტირებული ექნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი