ტალახაძე: "სომეხი სპორტსმენები ძლიერები არიან და თუ ამას არ ვიზამთ, ისინი..." » სპორტის ხაზი

ტალახაძე: "სომეხი სპორტსმენები ძლიერები არიან და თუ ამას არ ვიზამთ, ისინი..."

ტალახაძე: "სომეხი სპორტსმენები ძლიერები არიან და თუ ამას არ ვიზამთ, ისინი..."
11-08-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს საუკეთესო ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ წლების წინ, პირველი არხის გადაცემა - "ტაიმაუტში" სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის კონკურენტ სომეხ სპორტსმენებზეც.

"სომეხი სპორტსმენები ძალიან ძლიერები არიან. ჩვენი შედეგების გამო, ეს შეიძლება ნაკლებად ჩანს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ატაცში 211 კილოგრამი რეკორდი იყო, სანამ ჩვენ არ მოვხსნიდით.

როცა სპორტსმენი 210 კილოზე მეტს იტაცებს, მინასიანმა კი 216 კილო აიტაცა, ეს დიდი შედეგია. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვივარჯიშებთ და ფორმაში არ ვიქნებით, კონკურენტები აუცილებლად გამოჩნდებიან
", - თქვა ლაშამ.

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადაზე ატაცსა და აკვრაში ჯამში 470 კილოგრამი ასწია და ოლიმპიური ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი