სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ წლებსი წინ ერთ-ერთ ინტერვიუში კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა.
ჟურნალისტი: პირველი რკინა, რომელსაც დაეჭიდეთ, რამდენი კილოგრამი იყო?
"8 კილოგრამი. საბავშვო შტანგა, რომელზეც ტექნიკა მასწავლეს და ძალიან მძიმე იყო. 10 კილოგრამი რომ ავწიე, თავი დიდი სპორტსმენი მეგონა, 19 კგ-ზე, მეთქი მორჩა ჩემია სამყარო! თურმე სად ხარ...", - განაცხადა ლაშამ.
შეგახსენებთ, 10 აგვისტოს ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადაზე ატაცსა და აკვრაში ჯამში 470 კილოგრამი ასწია და ოლიმპიური ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.