დღეს, საქართველოს დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე 2 ოქროს მედლის აღების შესანიშნავი შანსი აქვს და იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველები ორივეს მოპოვებას შეძლებენ.
პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, რომელიც კარიერაში მესამე ოლიმპიური ოქროს აღებას შეეცდება.
გარდა ტალახაძისა, ქართველ გულშემატკივარს გენო პეტრიაშვილის იმედიც ექნება, რომელიც ფინალშია კვალიფიცირებული და ერთი წარმატებული ბრძოლა გენოს ისტორიაში პირველ ოლიმპიურ ოქროს მოუტანს.
ამ ეტაპისთვის საქართველო ოლიმპიადის 41-ე ადგილს 4 მედლით იკავებს (1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო), დამატებით ორი ოქრო კი პირდაპირ 23-ე ადგილზე გადაგვიყვანს, სადაც ახლა ირანის ნაკრებს ვხვდებით.