პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა საქართველოსთვის ჯერჯერობით არც ისე წარმატებულია, - ჩვენს ნაკრებს სულ 4 მედალი აქვს აღებული.
ოქროს აღება ლაშა ბექაურმა შეძლო. ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ აიღო, ბრინჯაო კი ლაშა გურულმა მოიპოვა.
აღებული 4 მედლით საქართველოს ნაკრები მიმდინარე ოლიმპიადაზე საერთო სიის 41-ე ადგილს იკავებს. აი, ასეთია საუკეთესო ათეული.
1. აშშ (111)
2. ჩინეთი (83)
3. ავსტრალია (48)
4. იაპონია (37)
5. დიდი ბრიტანეთი (57)
6. საფრანგეთი (56)
7. სამხრეთ კორეა (28)
8. ნიდერლანდები (29)
9. გერმანია (29)
10. იტალია (36)
სიაში უპირატესობა მედალთა სინჯებს ენიჭება.