"ჩემი ფინალის წაგება ძაღლს დაბრალდა" - ილია სულამანიძის სახალისო ისტორია » სპორტის ხაზი

"ჩემი ფინალის წაგება ძაღლს დაბრალდა" - ილია სულამანიძის სახალისო ისტორია

"ჩემი ფინალის წაგება ძაღლს დაბრალდა" - ილია სულამანიძის სახალისო ისტორია
10-08-2024, 00:07
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ილია სულამანიძემ ოთარ ტატიშვილის გადაცემა "სპორტშოუში" სახალისო ისტორია გაიხსენა, რომელიც ამ ოლიმპიადის ფინალს უკავშირდება.

"სახლში მამაჩემი, მეგობრები, ჩემი ძმა, მთელი ოჯახი იყო შეკრებილი და მგულშემატკივრობდნენ - გვყავს დიდი ძაღლი, რომელიც ეზოშია და სახლში არ ვუშვებთ ხოლმე. რატომღაც, ფინალის დროს მოინდომა სახლში შემოსვლა და ჩემები არ უშვებდნენ, მაგრამ ძაღლი მაინც შემოსვლას სცდილობდა.

მამაჩემმა თქვა, შემოუშვით, ფინალია და წყენინება არ შეიძლებაო (საბოლოოდ ძაღლი არ შემოუშვეს) და რომ წავაგე, ხომ გეუბნებოდით შემოგვეშვა ის ძაღლიო, ერთი სიტყვით, ძაღლს დაბრალდა ჩემი წაგება
", - განაცხადა ილიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი