ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.
ფინალის საგზურისთვის, გენომ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალურ ეტაპზე გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გენომ ძალიან მოკლედ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერს ხვალ იტყოდა.
იხილეთ ვიდეო: