"ბაიერნის" ნიდერლანდელ მცველ მატიის დე ლიხტს პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Bild-ზე ვკითხულობთ.
დე ლიხტი 7 აგკვისტოს "ბაიერნის" ბაზასთან გაჩერებულ ერთ-ერთ ავტომობილს დაეჯახა და გზა გააგრძელა.
გერმანულ მედიაზე დაყრდნობით, პოლიციას შეტყობინება თვითმხილველისგან მიიღო.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დე ლიხტს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.