მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.
შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, იან ზომერმა შეცდომა დაუშვა, რისი გამოსწორებაც და ბურთის ცარიელი კარის ხაზიდან გამოტანა მატიას დე ლიხტს მოუწია - ჟურნალისტებთან საუბარში კი ზომერმა განაცხადა, რომ მადლობლის ნიშნად ნიდერლანდელ მცველს შოკოლადით სავსე სატვირთოს აჩუქებდა.
საბოლოოდ, 34 წლის მეკარემ პირობა შეასრულა და მიუნხენში შვეეიცარიული წარმოების Kägi-ს 700 კილოგრამი შოკოლადის ფილები სატვირთო მანქანით ჩამოიტანა.
იმის მაგივრად, რომ დე ლიხტს შოკოლადი აეღო, გადაწყდა, რომ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია "Münchner Tafel"-ისთვის გადაეცათ.