პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი ილია სულამანიძე europop-ის იუთუბ გადაცემა ფუუპოდკასტის სტუმარი იყო, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენა ფინალურ ეტაპზე განცდილი მარცხი.
"მსაჯებს ვუყურებდი და ვინც სუპერ ვაიზერია და ყველაფერს წყვეტს, მას მესამე შიდოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ადგა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი და მიეცითო - მსაჯს ვუყურებდი და არ უნდოდა მოცემა, მაგრამ ამის გამო გამაფრთხილა.
მსაჯების დელეგაციიდან ორი კაცი წამოხტა და გაუხარდა ჩემი წაგება, წარმოიდგინეთ იქ იყვნენ მსაჯები, რომლებიც მხარეს წარმოადგენდნენ - ეს არ მომეწონა ყველაზე მეტად", - განაცხადა ილიამ.