ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ამ ზაფხულს ვალენსია უნდა დატოვოს, ქართველის მსურველთა რაოდენობა კი არც ისე მცირეა.
უკანასკნელ დღეებში მამარდაშვილს ყველაზე ხშირად ლივერპულს უკავშირებენ, რომელსაც ქართველისადმი გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. მერსესაიდულ კლუბში აპირებენ, რომ მამარდა 1 წლით ბორნმუთში გაანათხოვრონ, შემდეგ კი გუნდიდან წასული ალისონი თავიდან ბოლომდე ქართველი კარის დარაჯით ჩაანაცვლონ.
ის, რომ მამარდას მიმართ ინტერესი დიდია, ვალენსიაში დღეს დაადასტურეს. ესპანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ გიორგის სანაცვლოდ ვალენსიამ 2 წინადადება უკვე მიიღო.