ლაშა გურული: "ოლიმპიური მედალი მაკლდა, რომელიც მუდმივად დამრჩება" » სპორტის ხაზი

ლაშა გურული: "ოლიმპიური მედალი მაკლდა, რომელიც მუდმივად დამრჩება"

ლაშა გურული: "ოლიმპიური მედალი მაკლდა, რომელიც მუდმივად დამრჩება"
8-08-2024, 16:12
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ლაშა გურულმა მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მივიღე მედალი, რომლისკენაც დიდხანს მივდიოდი. დაჯილდოების დროს განსაკუთრებული ემოციები არ მქონია, მაგრამ ვტკბებოდი ამ მომენტით და ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად მესამე ადგილისა, რადგან ამდენ ქვეყანას შორის საქართველოს დროშა აღიმართა. საფრანგეთის, კუბის და კანადის დროშების გვერდით, რომლებიც კრივის სამეფოები არიან, ამიტომ ამაყი და ბედნიერი ვიყავი. ჩემი მეტოქე, ვისთანაც წავაგე, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ამიტომ, ვფიქრობ, ჩემთან ადვილი ბრძოლა არ ჰქონდა და რომ მომეგო, არავინ იცის, ფინალში რას ვიზამდი.

კმაყოფილი ვარ, ჩემი მედლით, რომელიც მთელი ცხოვრება მექნება. ჩემს კოლექციას აკლდა ოლიმპიური მედალი, რომლის მოპოვება ძალიან მინდოდა, დღეს უკვე მედლების სრული კოლექცია, ესეც კარგი ფაქტია ჩემთვის. მადლობა სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, მწვრთნელებს, ეროვნულ ნაკრებს, თანაგუნდელებს, ჩემს ოჯახს, ჩემს ქალაქს და მთელ საქართველოს, ყველას, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი. მედალი მარტო მე მაქვს, მაგრამ ყველაფერში ბევრი ადამიანის ხელი ურევია. ჩემთვის ეს მედალი ჩემპიონობის ტოლფასია, თავს ისე ვგრძნობ, როგორც ჩემპიონი და კმაყოფილი ვარ შედეგით.

- თქვა გურულმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი