საქართველოს 18-წლამდე და 21-წლამდე ასაკობრივი ნაკრებების ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი კარიერას "ვიტესში" გააგრძელებს. ხელშეკრულება 2026 წლამდე გაფორმდა.
ეგოიანს საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ახალგაზრდულში კი ერთი. ახალგაზრდა მოთამაშე მანამდე "აიაქსისა" და "ტვენტეს" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა და ამ უკანასკნელიდან მიაშურა, "ვიტესს", რომელიც დღეს ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს.