"აუცილებლად შემტევ ფეხბურთი" - კორღალიძის მატჩისწინა პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"აუცილებლად შემტევ ფეხბურთი" - კორღალიძის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"აუცილებლად შემტევ ფეხბურთი" - კორღალიძის მატჩისწინა პრესკონფერენცია
7-08-2024, 20:46
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროტურნირებზე დარჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი "იბერია 1999" შინ თურქულ "ბაშაქშეჰირს" მიიღებს.

მატჩის წინ დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელი ლევან კორღალიძე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.

"ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. თანამედროვე ფეხბურთში მინდორზე ფავორიტები არ არიან. ვინც უფრო მეტს მოინდომებს გამარჯვებაც მას დარჩება. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დამერწმუნეთ, არც ჩვენ გვყავს ნაკლები ფეხბურთელები.

შევეცდებით, რომ ინიციატივა მეტოქეს არ დავუთმოთ. ჩვენ ხვალ აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

ჩვენთვის გულშემატკივარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მთავარი მოტივაცია მათი გახარებაა. ჩვენ რაღაც იმედი გავაჩინეთ ქართულ საკლუბო ფეხბურთში და მჯერა, რომ საქართველოში ევროთასების სეზონი კიდევ გაგრძელდება."
- თქვა კორღალიძემ.

შეხვედრა 8 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი