ძალიან მოინდომა, ბრავო! - შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა » სპორტის ხაზი

ძალიან მოინდომა, ბრავო! - შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

ძალიან მოინდომა, ბრავო! - შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
7-08-2024, 19:46
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის ოლიმპიური თამაშების გათამაშებაში ქართველი ძალოსნებიდან პირველი შოთა მიშველიძე იყო, რომელიც 61 კგ. წონით კატეგორიაში წარსდგა.

შოთა მიშველიძემ ატაცში 3-დან 2 ცდა წარმატებით დაძლია, პირველ ჯერზე 114 კილოგრამი, ხოლო შემდეგ 121 კილოგრამსაც წარმატებით გაუმკლავდა და მე-5 ადგილი დაკავებაც შეძლო.

აკვრაში ასპარეზობა შოთამ მე-7 ადგილზე დაასრულა, ისევ 3-დან 2 ცდა დაძლია წარმატებით, 125 და 135 კილოგრამი.

ცნობისთვის, მიშველიძეს ოლიმპიადამდე რამდენიმე დღით ადრე მხრის ტრავმა გაუმიზეზდა ტრავმის გართულების რისკების მიუხედავად, ქართველი ძალოსანი ფიცარნაგზე მაინც წარსდგა და დიდი მონდომება გვაჩვენა, რასაც კომენტატორებმა არაერთხელ უწოდეს გმირობის ტოლფასი მოქმედება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი