ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სოფელში მშვიდად ცხოვრება სურს.
"ალბათ, წავალ სოფელში და მშვიდად ვიცხოვრებ. დავწერ ლექსებს, ვიქნები წყნარად, დავტკბები ცხოვრებით. და საერთოდ, ყველას გისურვებთ - ისიამოვნეთ ცხოვრებით."
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ოლიმპიური ოქრო პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიგო.