ქართველი ძალოსანი და სპორტის მოქმედი ლეგენდა, ლაშა ტალახაძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე 10 აგვისტოს ჩაერთვება და შეეცდება, რომ რიგით მესამე ოლიმპიური ოქრო აიღოს.
ძალოსანთა ქართველმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ სპორტსმენების შესახებ ისაუბრა და მათი მთავარი მიზანიც გაგვაცნო.
მივულოცავ ჩვენს გუნდს, განსაკუთრებით ძიუდოისტებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბექაურის გამარჯვება, ტატოს, ილიას, გურულის წარმატება. ეს დასაწყისია და ვფიქრობ, დელეგაციის დანარჩენი წევრებიც გავახარებთ გულშემატკივარს. ოლიმპიადაზე ძალოსნები 7 აგვისტოდან დავიწყებთ გამოსვლას. სამწუხაროდ, შოთა მიშველიძეს ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. ექიმების რეკომენდაციით, ზედმეტი რისკი არ ღირს და ის მხოლოდ სიმბოლურად მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ჩხეიძეს და ლაშა ტალახაძეს კი ერთ დღეს უწევთ გამოსვლა - 10 აგვიტოს. ვფიქრობ, ირაკლი საკმაოდ ახლოს უნდა იყოს მედლების პოზიციებთან, ვინაიდან ძალოსნობა ასეთი პროგნოზის საშუალებას მეტ-ნაკლებად იძლევა. გამომდინარე აქედან, ირაკლი იბრძოლებს და რა გამოვა, ამას შეჯიბრება გვიჩვენებს.
ჩვენი მთავარი ამოცანა მაინც ლაშას მიერ ტიტულის შენარჩუნება - მესამე ოლიმპიური ჩემპიონობითვის ბრძოლაა. გპირდებით, რომ ნებისმიერი წონა, რომელიც ლაშას ტიტულის მოსაპოვებლად იქნება საჭირო, დაძლეული იქნება. არანაირი უკან დახევა, წინ, წინ საქართველო!
- თქვა გიორგი ასანიძემ.