ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ლეგენდა, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მიხაინ ლოპესი ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ უკვე მეხუთედ იასპარეზებს.
ლეგენდარულმა კუბელმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა, ხვალ კი ფინალში ჩილელ იასმანი აკოსტას დაუპირისპირდება.
42 წლის ლოპეს ნუნიესმა ტოკიოში ოქროს მედალი ქართველი იაკობ ქაჯაიას დამარცხების შემდეგ მოიპოვა და ოლიმპიადებზე 4 ოქროც დააგროვა.