როგორც ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, 10 წლის დათი გიორგაძემ და 9 წლის სანდრო მახათაძემ ბარსელონას საზაფხულო აკადემიაში შეკრება გაიარეს.
აი, რა ინფორმაცია ვრცელდება ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით:
დათი გიორგაძე ბოლო 4 წელია, დინამოს აკადემიაში ფლეიმეიქერის პოზიციაზე თამაშობს. ის ძალიან ნიჭიერი და კრეატიული მოთამაშეა, რომელსაც თამაშში ტაქტიკური გონიერება გამოარჩევს. დათის ბარსელონას აკადემიაში თამაში დიდი შანსი და ოცნებაა.
სანდრო მახათაძე ლოკომოტივის 9-წლამდელთა გუნდის ცენტრალური მცველია. მას ძალიან უყვარს ბარსელონა და ამ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მისთვის დიდი მოტივაციაა. სანდრო ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, პოზიციურად სწორი მოთამაშე, გამოირჩევა ძლიერი დარტმით და მებრძოლი ხასიათით.
- წერენ ქართულ მედიაში.