"ძნელია სიტყვებით გადმოგცეთ რასაც განვიცდი" - ქართველი ფეხბურთელი ბარსელონაში ითამაშებს » სპორტის ხაზი

"ძნელია სიტყვებით გადმოგცეთ რასაც განვიცდი" - ქართველი ფეხბურთელი ბარსელონაში ითამაშებს

"ძნელია სიტყვებით გადმოგცეთ რასაც განვიცდი" - ქართველი ფეხბურთელი ბარსელონაში ითამაშებს
26-07-2024, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი დათი გიორგაძე ბარსელონას საფეხბურთო აკადემიაში, La Masia-ში ითამაშებს.

"და აი დადგა 14 ივლისი, რომელსაც უკვე დიდი ხანი ველოდებოდო, დღე როცა ჩემი საოცნებო კლუბის წევრი ვხდებოდი თუნდაც დროებით!
ძნელია სიტყვებით გადმოგცეთ რასაც განვიცდიდი. მანამდეც მქონდა ბედნიერება ბარსას თამაში სტადიონზე მენახა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო!!!
ცხოვრობდე იქ სადაც თავის დროზე ცხოვრობდა მესი, ვარჯიშობდე იქ სადაც გვერდით სტადიონზე ვარჯიშობს მთავარი გუნდი (თუმცა ბევრი აკლდა, ვინც ევროზე და კოპა ამერიკაზე იყვნენ), როცა მთავარი გუნდის მოთამაშეები შენს ვარჯიშებს ესწრებიან და ფოტოებსაც იღებენ!!!
ბარსას ავტობუსი!!!
ადრეც მინახავს ბარსელონას ქუჩაში, ფოტოც გადამიღია მის ფონზე, მაგრამ ახლა აი მაგ ავტობუსით დავყავდით,
ავტობუსი, რომლითაც გავი, პედრი, იამალი, ლევანდოვსკი და სხვები ყოველდღე დადიან, ახლა ჩვენ გვატარებდა!
იმედია ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო,
მადლობა La Masia-ს
", - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი