პარიზის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი სპორტსმენების ფორმებს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
კოსტიუმების დიზაინერი სიმონ მაჩაბელი გახლავთ, რომელთანაც ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ ჩაწერა.
"ჩემი მთავარი იდეა იყო, რომ ისი გარედან თეთრ სამოშში ყოფილიყვნენ ოლიმპიელები და შიგნით ჭრელი და დასამახსოვრებელი ფერთა კომბინაციით გაკეთებული ორნამენტი ჰქონოდათ, რომელიც შეესაბამებოდა მოვლენას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საქართველოს.
საქართველოსთვის ავარჩიე ბოლნური ჯვარი და საფრანგეთისთვის ავარჩიე ეიფელის კოშკი და ამ ორის კომბინაცია იყო ეს ორნამენტი, რომელიც ზოგისთვის ბარკალაიას ნარდი იყო, ვიღაცისთვის კიბოს კისერი", - განაცხადა მაჩაბელმა.