პარიზის ოლიმპიადაზე სკანდალები არ წყდება - ამჯერად ყურადღების ცენტრში სერბი ძიუდოისტი ნემანია მაიდოვი მოექცა.
მაიდოვი 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის შეჯიბრს 3 გაფრთხილების გამო გამოეთიშა, თუმცა სპორტსმენი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რაც სოციალურ ქსელში ემოციური წერილითაც დაადასტურა.
"ეს სატანური ნაგავია - დისკვალიფიკაციას მაძლევენ სულ რარაც 2 წუთის შემდეგ და რეალურად საშუალება არ მეძლევა ვაჩვენო თუ რა შემიძლია. ეს თქვენი ღირებულებები, სპორტული და ოლიმპიური თამაშები ჩვეულებრივი ნაგავია.
ჩემი ცრემლები უკან მოგიბრუნდებათ განავალო სატანისტებო - ეს იყო ჩემს შესაჩერებლად ერთადერთი გზა და გამოიყენოთ. ძიუდო უკვე დაკარგული სპორტის სახეობაა, რომლის ბედსაც 100%-ით მსაჯები განკარგავენ და ისინი მზად არიან ყველას დაუხარონ თავი ფულის სანაცვლოდ, ჩემგან კი ამას ვერ ეღირსებით.
"პრივილეგია იყო სერბი მართმადიდებელი ქრისტიანის სახელით გამოსვლა ამ ტურნირზე. აქ ვერ გაიმარჯვებ, თუ უკეთესი ხარ - გაიმარჯვებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაგავი სატანისტები მოგცემენ ამის საშუალებას. ასეთი მედალი არ მინდა ნაგვებო!", - განაცხადა მაიდოვმა.