როგორც იცით, 2024/2025 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს, სადაც შესარჩევში ჩართული კლუბები ტურნირის საგზურის მოპოვებას ცდილობენ.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ორი ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია და ლაშა დვალი დაუპირისპირდება.
გურამ კაშია სლოვაკურ სლოვან ბრატისლავაში თამაშობს, ლაშა დვალი კი კვიპროსული აპოელის ფეხბურთელი გახლავთ.
ცნობისთვის, ამ წყვილის პირველი დაპირისპირება 7 აგვისტოს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი კი 13 აგვისტოსაა ჩანიშნული.